Thursday, February 20, 2014

მეცხრე დღე

მეცხრე და ბოლო დღე.
მოვახდინეთ ფოლდერების გასუფთავება და ფაილების გადაადგილება, კიდევ ერთხელ გადავხედეთ სახელმძღვანელოს, სრულვყავით გეგმის შაბლონი, წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტები.
 ინტელის ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, ვისწავლეთ ბევრი საინტერესო საკითხი, რისი გამოყენება გაკვეთილებზე სასურველი და საჭიროა.მიუხედავად დაღლილობისა, თრენინგზე დიდი ინტერესით მოვდიოდი. ყოველივე ამის საფუძველი თრენერის მაღალი პროფესიონალიზმია! დიდი მადლობა ხათუნა ციხელაშვილს!

Sunday, February 16, 2014

მერვე დღე

        16.02.2014
        დავამთავრე მოსწავლის ბროშურა და მივეცი საბოლოო სახე.
 ვიმუშავეთ მე-6 და მე-7 მოდულზე,ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა,ბლოგში ფაილების ჩაშენება და პეიჯების დამატება,  საიტების ბმულების გაკეთება, ინტერნეტში დოკუმენტის გაზიარება.
        მიუხედავად ჩემი შეუძლოდ ყოფნისა, ტრენერმა ნაფიერად მამუშავა, დიდი მადლობა ამისთვის.

Saturday, February 15, 2014

მეშვიდე დღე.

 
     დღეს მირქმაა. გილოცავთ ! დაესწარით მრავალს!

     გავეცანით მეხუთე მოდულს. შევიმუშავეთ  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ფორმა.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბროშურის სახით.





               

Saturday, February 8, 2014

მე-5 დღე

8.02.2014
დღეს დავითობაა! გილოცავთ! წმინდა დავითის მადლი გფარავდეთ!
მიუხედავად ამისა ვიმუშავეთ ნაყოფიერად:
ა) მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პორთფოლიოების პრეზენტაცია( რაც ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო დღევანდელი სამუშაო დღისა).
ბ) შევისწავლეთ მესამე მოდული, განსაკუთრებით გავამახვილეთ ყურადღება საავტორო უფლებების ქაოსზე.
გ)გავივარჯიშეთ ბუკმაკებისა და თეგების შექმნაზე.
                     დიდი მადლობა.

Sunday, February 2, 2014

მე-4 დღე

დავასრულეთ მესამე მოდული, დაწვრილებით შევისწავლეთ მოსწავლეთა შეფასების ჩარჩო, რომელიც ვთვლი, რომ სწალების პროცესში საჭორო და აუცილებელია, გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია.დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის."))))

Saturday, February 1, 2014

მესამე დღე

ვიმუშავეთ:
ა)  მე-2 მოდულის პირველ  აქტივობის მეორე ნაბიჯზე.
ბ) სტანდარტებისა და  მიზნების  შემუშავებასა და პროექტის შაბლონში ჩასმაზე.
გ) მიმართულებების მიმცემ  კითხვებზე.
 დ) გუგლი-დრაივში კომენტარების გაკეთებაზე.

     ეს დღე ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.

Saturday, January 25, 2014

დღე პირველი

            გავეცანი ინტელის ძირითადი კურსის არსს, პროექტებით სწავლების პირველი მოდულის ორ აქტივობას, ინტელის ვიუვერში მუშაობას, ახალი საქაღალდის შექმნას,გავაკეთე რეფლექსია.გავეცანი პროექტების შაბლონებს.ძალიან საინტერესო იყო, დიდი მადლობა.